პროექტის სახელი: ,,ჩემი ეროვნული პარკი“
პროექტის მოკლე აღწერა:
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები შეისწავლიან ბ/ხარაგაულის ერ. პარკის ისტორიას, მის ფლორასა და ფაუნას, დღევანდელობასა და პერსპექტივებს.
პროექტის ხანგრძლივობა: ერთი თვე
მოსალოდნელი შედეგები: /პროდუქტები, რაც შეიძლებაშეიქმნას:
ა)პროექტში მონაწილე მოსწავლეები სრულყოფილად შეისწვლიან ერ. პარკის ისტორიას, მის მნიშვნელობას, უნიკალურ ბუნებრივ სიმდიდრეებს, pan- პარკების ქსელის მნიშვნელობას პარკისა და რეგიონის განვითარებისათვის.
მოეწყობა პრეზენტაცია (ხუთი თემის შესაბამისად)
მომზადებული ფოტოალბომი და სლაიდშოუ
გამოშვებული კედლის გაზეთი (სპეც.ნომერი)
პროექტის მსვლელობაა: დაცული ტერიტორიების მნიშვნელობის შესასწავლად მოსწავლეებს ვთავაზობ პროექტს ბ/ხარაგაულის ერ. პარკის შესახებ. პროექტში ჩართულ 20– მდე მოსწავლეს პროექტის ფარგლებში შესაძლებლობა ექნება შეისწავლონ ბორჯომის ნაკრძალისა და ერ. პარკის ისტორია ,წითელ წიგნში შეტანილი ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლები, ერ. პარკის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლები და სამომავლო პერსპექტივები. გარდა ამისა, საშუალება მიეცემათ უმოკლესი ტურისტული მე–7 ბილიკით ლაშქრობა მოაწყონ ერ. პარკში და დაათვალიერონ ნაკრძალის მუზეუმი. პროექტის ფარგლებში 3–4 მონაწილისაგან შემდგარი ჯგუფები მოამზადებენ საპრეზენტაციო მასალებს თემებისათვის: 1) ბორჯომის ნაკრძალისა და ერ .პარკის ისტორია; 2) წითელი წიგნის ბინადარნი: 3)ერ. პარკის ისტორიული ძეგლები: 4) ნაკრძალის მუზეუმი :5) პან– პარკის პერსპექტივები.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან ავშირი: პრექტის ფარგლებში დამყარდება კავშირი შემდეგ დისციპლინებთან: ისტორია, გეოგრაფია, ეკოლოგია, ხატვა.
პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში კვლევა– ძიების უნარის განვითარებას ,ინფორმაციის მოპოვების. დამუშავების და ისტ–ის გამოყენებით საპრეზენტაციოდ მომზადების უნარ– ჩვევების ჩამოყალიბებას, განუვითარებს საზოგადოებასთან ურთიერთობის კულტურას
პროექტის ხელმძღვანელი: ციური ნეფარიძე
პროექტის ხელმძღვანელის ელ–ფოსტა: ciuri1940@gmail.com
No comments:
Post a Comment